ფეხბურთი

23:25 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი საავადმყოფოში მოხვდა

ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელიც ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტის მიერ თანამდებობას 90 დღით გახლავთ ჩამოშორებული, ჰოსპიტალში მოხვდა.

ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 79 წლის შვეიცარიელი ექიმთა მეთვლაყურეობის ქვეშ გახლდათ, რადგანაც “სხვადასხვა მხრიდან უდიდეს ზეწოლას განიცდიდა”.

“ამჟამად, ის კლინიკაშია. როგორ კი ექიმები ბლატერს ნებას დართავენ, ის სამუშაოს დაუბრუნდება”, - აღნიშნა ზეპის წარმომადგენელმა კლაუს შტოლკერმა.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფა-ს პრეზიდენტის მოვალეობას დროებით მას შემდეგ ვერ ასრულებს, რაც კორუფციულ გარიგებებში ამხილეს.

0.11632