ჩოგბურთი

21:28 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა: “ყოველი მატჩის წინ ჟრუანტელი მივლის”

რუსმა მარია შარაპოვამ ფედერაციის თასის ფინალამდე მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ნაკრების გამარჯვებითვის ყველაფერს გააკეთებს.

“ყოველი მატჩის დაწყებამდე ტანში ჟრუანტელი მივლის. ქვეყნის სახელით თამაში მიყვარს. ნაკრებში საოცარი გოგოები გვყავს და ჩვენ ერთმანეთს ვამხნევებთ. ფედერაციის თასის თამაშებზე საოცარი ატმოსფეროა. ერთი სული მაქვს ფინალური შეხვედრები როდის დაიწყება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფედერაციის თასი მოვიგოთ”- განაცხადა შარაპოვამ.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის თასის ფინალში ჩეხეთი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფინალი 14-15 ნოემბერს პრაღაში გაიმართება.

0.122118