ფეხბურთი

18:32 | 11.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

გვარდიოლა “ალიანს არენაზე” 2018 წლამდე 17 მილიონით

გერმანიის ჩემპიონ მიუნხენის “ბაიერნს” პეპ გვარდიოლას შენარჩუნება სურს. როგორც ინგლისური გამოცემა “დეილი მირორი” იუწყება, “რეკორდმაისტერის” ხელძღვანელები მზად არიან 44 წლის ესპანელს კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივონ და სეზონში ანაზღაურების სახით არც მეტი, არც ნაკლები 17 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, გვარდიოლა “ბაიერნს” 2013 წლის ზაფხულიდან მოყოლებული წვრთნის და გუნდს აქამდე ორჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა, ხოლო ერთხელ გერმანიის თასი. მიმდინარე სეზონში კი გერმანული გიგანტი გასაოცარ ფეხბურთს აჩვენებს და ბუნდესლიგას დამაჯერებლად ლიდერობს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:34 | 26.10.2020
ogafa (10230)

ლაიფციგია

01:11 | 25.10.2020
Homerson (108)

გნაბრის არყოფნაც კიდიათ . მერე რა რომ ალკანტარაც წავიდა... ,,ამაზრზენი” გუნდია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061275