ფეხბურთი

18:00 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილი საგოლე მომენტების გამოყენებაზე ვარჯიშობს

ლვოვის “კარპატის” ქართველი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი უკრაინის პრემიერლიგაში თავისი გუნდისა და ხარკოვის “მეტალისტის” (1:1) შეხვედრას აფასებს. მისი თქმით, “კარპატმა” კარგი შეხვედრა ჩაატარა და მოგება შეეძლო.

“ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ. უპირატესობას ვფლობდით და საგოლე მომენტებიც შევქმენით, თუმცა სამწუხაროდ “მეტალისტთან” ვერ გავიმარჯვეთ. ხარკოველებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არაა.

დიახ, მე მქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი მიზანში ვერ მოვარტყი. საგოლე მომენტების რეალიზებაზე ვარჯიშებზე ვმუშაობთ”, - თქვა დაუშვილმა football.ua-სთან საუბრისას.

“ზესტაფონის” ექსფეხბურთელს, რომელიც “კარპატში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.

0.200533