“ლესტერის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს კლუბისგან მხარდაჭერა სჭირდება და პორტუგალიელს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
“მოურინიო მოულოდნელ სიტუაციაში გასულ სეზონშიც იყო. “ჩელსიმ” პრემიერლიგა მოიგო და არავინ ელოდა, რომ “არისტოკრატები” გასავარდნ ზონასთან სამ ქულაში იქნებოდნენ. ფეხბურთი უცნაურია და ზოგჯერ არალოგიკური. მოურინიოს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.
მინახავს წარმატებულ, გამოცდილ მწვრთნელებს საქმე ცუდად წასვლიათ და ამ ყველაფრის მიზეზი არაგუნდურობა გახლდათ. აქ მხოლოდ ფეხბურთელები არ იგულისხმებიან, კლუბის სამწვრთნელო შტაბი და მფლობელები უნდა გაერთიანდნენ. და თუ ყველა ერთად იქნება, მაშინ სიტუაციაც შემოტრიალდება. ჟოზეს კლუბისგან მხარდაჭერა სჭირდება, პორტუგალიელის გამოცდილება კი ყველაფერს შეცვლის.” – განუცხადა ინტერნეტპორტალ GOAL-ს რანიერიმ.
პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ ლონდონის “ჩელსის” სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი 11 ქულით უკავია. გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით უსწრებს, ხოლო პირველადგილოსან “მანჩესტერ სიტის” 15 ქულით ჩემორჩება.