ეკვადორის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენა გარემარბმა ანტონიო ვალენსიამ მარცხენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ სამხრეთამერიკელმა ფოტო “თვითერის” გვერდზე განათავსა.
ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერლიგის მე-10 ტურში “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ვალენსია მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში ანტონიომ ყველა საკლუბო ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.