სხვა

13:43 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ფუკუოკას ბაშოს სტარტზე განცდილი მარცხის კვალად, ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა.

აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკეკაძესთან ოშიდაშით იმარჯვა, შემდეგი ორთაბრძოლა კი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტამავაშისთან ელის.

ოძეკი კისენოსატოს დიდი ბრძოლა გაუმართა (შეხვედრა ლამის წუთს გაგრძელდა) აღმოსავლეთის კომუსუბის წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა, თუმცა, წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.

ლევან გორგაძე ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან იორიკირით დამარცხდა და 4 ტურის თავზე ერთადერთი გამარჯვება შერჩა.

ქართველი სუმოისტი კიუშიუ ბაშოზე მორიგ შერკინებას ასევე ოძეკი ტერუნოფუჯის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელთანაც გასული 4-ვე ბრძოლა წაგებული აქვს.

ნოემბრის სუპერტურნირს 4 დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. ესენი იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოშოგიკუ და როგითი მაეგაშირები იკიოი და ჩიიოოტორი არიან.

ნოემბრის ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 3:05-დან, ტოჩინოშინის - 8:17-დან

0.113303