ფეხბურთი

12:24 | 11.11.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“ჩელსი” და “ვესტ ჰემი” დაჯარიმდნენ

როგორც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ლონდონის “ჩელსის” და “ვესტ ჰემს” ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

პრემიერლიგის მე-10 ტურში “არისტიკრატები” სტუმრად ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. 44-ე წუთზე ნემანია მატიჩმა დიაფრა სახოსთან იუხეშა, შედეგად ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და ფსიქოლოგიური ზეწოლა არბიტრის ჯონათან მოსის მიმართაც იყო. საბოლოოდ, სერბი მოთამაშე და ჟოზე მოურინიო მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

ფეხბურთის ასოციაციამ არასპორტულ საქციელში ორივე გუნდის მოთამაშეები დაადანაშაულა. “ჩელსი” 50 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა, ხოლო “ჩაქუჩები” – 40 000 სტერლინგით.

ასოციაციამ ორივე გუნდი მკაცრად გააფრთხილა, რათა მომავალში აღნიშნული გუნდების მონაწილეობით რომელიმე მატჩში მსგავს არეულობას აღარ ჰქონდეს ადგილი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:37 | 05.07.2016
ilia_juventus (2091)

ესგა გვაკლდა

01:08 | 05.07.2016
alfadhirhaiti (7526)

Yochagh

00:18 | 05.07.2016
ს.კ. დინამო(ბთ) (508)

უჰ თქვენ გენაცვალეთ

23:59 | 04.07.2016
რაჭა (10043)

მად ვინმე ფერეიდანელი არ იყო, რომ დაიმატონ...თუმცა რას გადააუხდიან ....

0.07056