საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ქართველს ქირურგიული ჩარევა ფინეთის ქალაქ ტურკუში ჩაუტარდა.
ანანიძე მოსკოვში 12 ნოემბერს დაბრუნდება. კლუბის ექიმების და მათი ფინელი კოლეგების განხილვის შემდეგ დადგინდება თუ რამდენი ხანი დასჭირდება ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესს.
ჯანო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან (11) და ალბანეთთან (16) ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა ტრავმის გამო ოქტომბერში ევროშესარჩევი ეტაპის შეხვედრებიც გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ლეგიონერმა რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და ჯამში მოედანზე 84 წუთი დაჰყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პრეზენტაციამ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, მას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე, გულშემატკივრები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ახალი დაარსებულია, მისი დამფუძნებლები დიდი ხანია, სხვადასხვა ტურნირის ორგანიზატორებად გვევლინებოდნენ.
"ჩვენ გვსურს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და საზოგადოებაში ფეხბურთის სამოყვარულო დონეზე განვითარება.
ასოციაცია შეეცდება საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში არსებული სტადიონების აღდგენას, ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენასა და ფეხბურთის პოპულარიზაციას.
ამ მიზნით წლის ბოლომდე დაგეგმილია ორგანიზაციებს შორის სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის ექსპერიმენტული ტურნირის ჩატარება. ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან სამოყვარულო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება და გვსურს, მასში რაც შეიძლება მეტი რაიონი ჩავრთოთ", - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.
Sportall.Ge
როგორ აპირებენ მიზნების განხორციელებას? ჯიბლაძემ პრეზენტაციაზე კობიაშვილისა და ლორთქიფანიძის მიერ დასმულ ამ კითხვასაც უპასუხა:
"ცხადია, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვა პარტნიორებთან. გარდა მოყვარულთა თამაშებისა, სხვადასხვა სახის სამოყვარულო ტურნირების ჩატარებაც გვსურს ქალთა, ბავშვთა და პრობაციონერთა შორის".
გამომცემლობა "ეტალონის", "TV ეტალონისა" და კოლეჯი "ეტალონის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად ხაჭაპურიძემ თქვა, რომ სამოყვარულო ლიგაში თავისი ორგანიზაციის გუნდს გაიყვანს, "TV ეტალონი" კი ჩემპიონატს გააშუქებს. ამას გარდა, ასოციაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დახმარებასაც დაჰპირდა.
სამოყვარულო ლიგით დაინტერესებულია ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი გოჩა გოგუაძე. თავის მხრივ, ის ასოციაციას დაჰპირდა, რომ დაეხმარება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის, მიუნხენის, ბარსელონის, კოლუმბიის უნივერსიტეტებთან კავშირების დამყარებაში.
პირველ ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სარეკლამო ორგანიზაციებმა, იურიდიულმა ფირმებმა, რესტორნების ქსელმა და რამდენიმე უნივერსიტეტმა.
დადადო აქ ხარ?
dadado9
ცოდნის გასაღრმავებლად ჩვენი ექიმები რუსეთში არ მიდიოდნენ?
ალბათ 3-4-3 რევიშვილი-- ამისულა კაშია გრიგალავა--კაკაბაძე კანკავა კობახიძე ნავალოვსკი--ყაზაიშვილი ვაწაძე ჭანტურია მეორე ტაიმი დაუშვილი ლორია გელაშვილი ცინცაძე ჰუფნაგელი ბოლო ორი და კაკაბაძე აეროპორტში და 17-ში გორში შვედებთან დანარჩენები ტირანაში
იმედია მალე გამოჯანმრთელდება.
Levan91
მაპატიეთ მომიტევეთ.
უბრალოდ ბურდენკო იკითხე ან დაგუგლე , აქ მოსახვედრად ზემოდან რეკავენ
ეს ბიჭი ზამთარში წავა ვიტესში, 2-3 წელიწადში კი ვიტესი მაგარ მაყუთს მოღუნავს ამის ტრანსფერით. მერე დურაკმა რუსებმა ივიშვიშონ რო არ იციან ნიჭიერი ფეხბურთელის განვითარება.
შენ დარჩი სპარტაკში და დარჩები მარადმწვანე ახალგაზრდა პერსპეტიულ მოთამაშეთ
ეს ისევ 18საა თუ გახდა 19ის ბოლო-ბოლო

მემრის გახდება ))
კაცი 2 თვე მკურნალობდა და ახლა მიხვდნენ რო საოპერაციო იყო? აი მხოლოდ ამიტოა საჭირო რო ჩვენი ფეხბურთელები დასავლეთ ევროპაში თამაშობდნენ, სადაც ნორმალური სამედიცინო მომსახურება აქვთ. ჯანოს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მალე მისი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება და ტრავმები ყველაზე ნაკლებადაა საჭირო
მოსკოვში და ლენინგრადში რომ ექიმები ყავთ იოცნებოს ნახევარმა ევროპამ
სისტემა არა აქვთ ძმაო სისტემა.თორემ სპეციალისტები როგორ არა ყავთ.
დსთ რო დაგეწერა კიდევ დაგეთანხმებოდი მაგრამ დასავლეთ ევროპასთან ბოდიში
გერმანია , საფრანგეთი ბენილუქსის ქვეყნები, სკანდინავია. ა ბატონო იგივე რუსებმა ფინეთში გაუკეთეს ჯანოს ოპერაცია, სად იყვნენ ეგ შენი საოცნებო ლენონგრად-მასკვიჩი ექიმები? ყველა შვებულებაში იყო? 
ყავთ არა ჩაინიკი...
Imedia male dabrundeba... Sustia fizikurad... Kargad unda ikvebos da bevri ivarjishos... Kuntebi sheisxas
ამ დენი თვე რას ელოდნენ ეს ჩემისები თუ კაცი საოპერაციო იყო.
მალე გამოჯანმრთელება
წარმატებები ჯანოს...
გული მიგრძნობს, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენს გუნდში გიხილავთ...
ტექნიკური
ისე მაგარი ფეხბურთელია. განსაკუთრებით იმ პოზიციაზე, სადაც ცხადაძე ათამაშებს
ამას როდემდე ექნება ბავშვის სახე?
რა ვერ გაიზარდე ბიძია 
"ქართველი სოლსკაიერია"...
სოლსკიაერს გოლების გატანაში დაემსგავსოს.Dდ ისე მაგასაც არ ეხირსა მანჩესტერის ძირითადი, მარა ზამენაში რამდენს გამოდიოდა სულ გოლი გაქონდა.