ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” გასვლით მატჩში “ნიუ ორლეანთან” 105:120 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი და 40 წამი დაჰყო.
ფაჩულიამ გუნდს 12 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო სროლა ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი განაგრძობს აკურატულ თამაშს - მხოლოდ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.
ტეხასელთა რიგებში 18 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, ხოლო “ნიუ ორლეანში”ანდერსონი - 25 ქულით და 11 მოხსნით.
“დალასი” 3 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზე იმყოფება.
“ნიუ ორლეანი” – “დალასის” მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: