სხვა

23:49 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა სუმოისტების ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევროპირველობიდან

ესტონეთის ქალაქმა რაკვერემ ახალგაზრდა სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც ქართველი სუმოისტებიც გამოვიდნენ და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

16-წლამდელთა ევროპირველობაზე მედლებისთვის ამირან წიქორიძე და ბადრი ხატისკაცი იბრძოდნენ. ორივე სუმოისტმა მძიმე წონაში იჭიდავა და ფინალშიც გავიდა. ქართული დაპირისპირება ამირან სიორიძემ მოიგო და ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალი ხატისკაცს დარჩა.

ინდივიდუალური ორთაბრძოლების შემდეგ, შეჯიბრება გუნდურ პირველობაშიც გაიმართა. გუნდურ შეჯიბრში ნაკრებები 3 სპორტსმენით გამოდიოდნენ. ესტონეთში მხოლოდ 2 ქართველი იყო წასული, ამიტომ საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრას კაცნაკლული და ერთი მარცხით იწყებდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ნაკრებმა, რომელსაც თენგიზ რუხაძე ხელმძღვანელობდა, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ქართველებმა უნგრეთის და ესტონეთის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალი რუსეთთან დათმეს, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი პოლონეთის ნაკრებს აჯობეს.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.112762