კალათბურთი

21:21 | 10.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

კაზინსმა მე-200 ორმაგი დუბლი შეასრულა

“საკრამენტო კინგზის” ცენტრმა დემარკუს კაზინსმა კარიერაში მე-200 ორმაგი დუბლი შეასრულა.

მან საიუბილეო დაბლ-დაბლი (21 ქულა, 12 მოხსნა) გამთენიისას “სან ანტონიოსთან” წაგებულ შეხვედრაში (88:106) მიითვალა.

25 წლის კაზინსს აღნიშნული მიღწევის დასაფიქსირებლად 354-ე მატჩი დასჭირდა. დემარკუსი მეექვსე წელია, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06548