ჩოგბურთი

21:54 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონიკა პუიგი: “ჩემი მიზანი ოლიმპიური ოქროს მოგებაა”

პუერტო-რიკოელმა ჩოგბურთელმა მონიკა პუიგმა Tennisworldusa.org-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მიზანი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებაა.

“ჩემი მიზანი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებაა. მას შემდეგ, რაც ახალ მწვრთნელი ნაჩო ავიყვანე, თამაში გავაუმჯობესე. მოუთმენლად ველი 2016 წლის დასაწყისს, როდესაც ავსტრალიის კორტებზე გავალ და ვეცდები, მაქსიმუმი ვაჩვენო” – განაცხადა 22 წლის პუიგმა.

ცნობისთვის, პუერტო-რიკოელ ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე WTA-ის ეგიდით ერთადერთი ტურნირი აქვს მოგებული.

0.113575