ფეხბურთი

21:00 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” ახალი კაპიტანი ჰყავს

ფლორენციის “ფიორენტინა” ახალი კაპიტანი ეყოლება არგენტინელი გონსალო როდრიგესის სახით. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” ავრცელებს. აქამდე “იებს” 33 წლის მანუელ პასკუალი კაპიტნობდა, მაგრამ გუნდის პორტუგალიელი თავკაცის პაულო სოუზას გადაწყვეტილებით, მას აღნიშნული წოდება ჩამოერთვა.

31 წლის როდრიგესი “ფიორენტინაში” 2012 წელს ესპანური “ვილიარეალიდან” გადავიდა და მას შემდგომ იტალიის სერია A-ში 108 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. პასკუალი კი “არტემიო ფრანკიზე” 2005 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129879