ფეხბურთი

19:01 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს XII ტურის სიმბოლური

იტალიის სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა მოსაზრებით XII ტურის სიმბოლური ნაკრები გამოვლინდა. გასული უიქ-ენდის გამორჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა “მილანის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომლისთვისაც ეს პირველი სიმბოლურია. ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი კი “რომას” ჰყავს, რომელმაც ბოლო ტურში დედაქალაქური დერბი მოიგო.

მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”)

მცველები: ლეონარდო ბლანჩარდი (“ფროზინონე”), კოსტას მანოლასი (“რომა”), ჯეისონ მურილო (“ინტერი”), პატრის ევრა (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: ალანი (“ნაპოლი”), რაჯა ნაინგოლანი (“რომა”), ჟოფრი კონდოგბია (“ინტერი”)

თავდამსხმელები: იოსიპ ილიჩიჩი (“ფიორენტინა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), ჟერვინიო (“რომა”)

თეგებისერია A
0.118121