იტალიის სერია A-ს ბინადარ “პალერმოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს დავიდე ბალარდინის სახით. ამის შესახებ სიცილიური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 51 წლის ბალარდინიმ, რომელიც ერთხელ უკვე წვრთნიდა “პალერმოს”, ჯუზეპე იაკინი შეცვალა, ვინც “როზანეროს” პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ დღეს მოულოდნელად დაითხოვა სამსახურიდან.
იაკინი “პალერმოს” 2013 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა და გუნდი სერია B-დან სერია A-ში გადაიყვანა. მიმდინარე სეზონში “პალერმოს” 12 ტურში 14 ქულა აქვს. ბოლო ტურში მათ საკუთარ მოედანზე “კიევოს” მოუგეს (1:0), მაგრამ როგორც აღმოჩნდა ძამპარინის აღნიშნული შედეგები არ აკმაყოფილებს...
ისე კი ოდიოზური ძამპარინისთვის მწვრთნელების ხშირი ცვლა უცხო არაა: “პალერმომ” ბოლო 13 წლის განმავლობაში 29 სპეციალისტი გამოიცვალა.