კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ ბურთით ვარჯიში დაიწყო. ამის შესახებ ესპანური მედია წერს. პირინელი ჟურნალისტების ნარკვევით, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია მესის “ელ კლასიკოში” თამაშთან დაკავშირებით. “რეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება და უახლოეს მომავალში გაირკვევა მოასწრებს თუ არა მანამდე სრულად გამოჯანმრთელებას არგენტინელი ვარსკვლავი.
შეგახსენებთ, მესი 26 სექტემბრიდან მოყოლებული ტრავმირებულია, როცა “ლას პალმასთან” (2:1) მატჩის დასაწყისშივე დაშავდა. მიმდინარე სეზონში მას ლა ლიგაში ოდენ 3 გოლი აქვს გატანილი 6 ჩატარებულ შეხვედრაში.