ფეხბურთი

16:33 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის მიჯრით მეცხრე და მილანური ნოსტალგია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეცხრედ დასახელდა. ჯამში კი იბრას აღნიშნული ჯილდო 10-ჯერ აქვს მოგებული. პირველად სამშობლოში საუკეთესოდ 2005 წელს სცნეს, როცა ტურინის “იუვენტუსში” თამაშობდა, ერთი წლის მერე ეს პატივი ფრედერიკ ლიუნგბერგს ხვდა წილად, ხოლო მას შემდგომ ზლატანი პირველობას არავის უთმობს.

“მახსოვს პირველად რომ გავხდი საუკეთესო. ეს დიდებული მომენტი იყო. თუმცა კმაყოფილი მაინც არ ვარ და გამარჯვება კიდევ მსურს”, - თქვა შვედმა გიგანტმა დაჯილოდოვებაზე.

გარდა ამისა, იბრამ იტალიურ “მილანზეც” ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიამოვნებით დაბრუნდება ლომბარდიულ გუნდში.

“მილანი” ტოპ გუნდია. წასვლა არ მინდოდა, მაგრამ იმედია, ისევ დავბრუნდები. იტალია ჩემი მეორე სახლია, მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. “მილანზე” დიდ გუნდში არასდროს მითამაშია”, - დასძინა ზლატანმა.

0.06003