ფეხბურთი

16:12 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას “აპოელმა” მოგებათა სერია ლობჟანიძის “ომონიასთან” შეწყვიტა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურის დასკვნით შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “აპოელი” გასვლაზე “ომონიას” დაუპირისპირდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე ასპარეზობს. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ანგარიში მასპინძელებმა მე-2 წუთზე გახსნეს, რასაც მე-15 და 52-ე წუთზე ფერნანდო კავენაგის დუბლი მოჰყვა და სტუმრები დაწინაურდნენ. “ომონიამ” შეხვედრის გადარჩენა 78-ე წუთზე მოახერხა – შერიდანმა პენალტით გაათანაბრა.

მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა უჩა ლობჟანიძემ. “ომონია” 16 ქულით მე-5 ადგილზეა.

“აპოელი” 26 ქულით გათამაშების ლიდერია და მე-2 ადგილოსან “აეკ ლარნაკას” 3 ქულით უსწრებს. თემურ ქეცბაიას გუნდს 10 მატჩში 8 მოგება და 2 ფრე აქვს, 43 გოლი გატანილი და 7 გაშვებული. “ომონიასთან” მატჩამდე ქართველი სპეციალისტის შეგირდებს ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდათ მოგებული.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში ზაურ სვანაძის გაწვრთნილი ბაქოს “ინტერი” სტუმრად “გაბალას” დაუპირისპირდა და ქულის აღება მოახერხა. მასპინძლები 30-ე წუთზე ანტონოვმა დააწინაურა, რასაც ხუთ წუთში მარტინსის საპასუხო გოლი მოჰყვა და მატჩი 1:1 დასრულდა.

“ინტერის” რიგებში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა, ხოლო ლაშა სალუქვაძე 71-ე წუთზე ლაშა კასრაძემ შეცვალა. ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია, გიორგი ლომაია კი განაცხადში არ იმყოფებოდა.

“ინტერი” 20 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

0.13693