ფეხბურთი

15:25 | 10.11.2015 | ნანახია 1566 - ჯერ

ალბანელთა 25 კაცი

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ დაასახელა ის 25 ფეხბურთელი, რომლებიც კოსოვოსთან და საქართველოსთან ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. შეგახსენებთ, ალბანეთი-საქართველო 16 ნოემბერს ტირანაში გაიმართება.

ალბანელთა სიაში ორი დებიუტანტია: 23 წლის მცველი ფრედერიკ ვესელი შვეიცარიის "ლუგანოდან" და 18 წლის რეი მანაი მილანის "ინტერიდან". საინტერესოა, რომ მანაის 2 მატჩი ჩაუტარებია "ინტერის" ძირითად გუნდში, თუმცა უმეტესად დუბლებში თამაშობს.

საწყენია, რომ ასეთ კლუბებში ქართველებს ფეხბურთელი არ გვყავს. არადა, ახლა გადახედავთ ალბანელთა სიას და დარწმუნდებით, რომ ჩვენებზე გაცილებით ძლიერ გუნდებში თამაშობენ. ეს დიდწილად ალბანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდის, იგლი ტარეს დამსახურებაა. ის მენეჯერია, სერიოზული კავშირები აქვს იტალიაში, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა და არაერთი თანამემამულე ფეხბურთელი მიავლინა სერია ა-ს კლუბებში. ასევე, ბოლო წლებში ბევრი ალბანელი მოხვდა შვეიცარიაში.

სხვათა შორის, ეს პროცესი ტარემ დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო და პროგრესიც სახეზეა: ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ჯგუფში ისეთ ნაკრებებს გაუსწრო, როგორებიც დანია და სერბეთი არიან. 10-15 წლის წინ ეს რომ ვინმეს ეწინასწარმეტყველა, გიჟად ჩათვლიდნენ.

დე ბიაზის 25-კაციანი სია:

მეკარეები: ეტრიტ ბერიშა (ლაციო, იტალია), ალბან ჰოჯა (პარტიზანი, სერბეთი), ორგესტ შეჰი (შკენდერბეუ)

მცველები: ანსი აგოლი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი), ნასერ ალი, არლინდ აიეტი (ორივე - ბაზელი, შვეიცარია), ლორიკ ჩანა (ნანტი, საფრანგეთი), ბერატ ჯიმშიტი (ციურიხი, შვეიცარია), ფრედერიკ ვესელი (ლუგანო, შვეიცარია), ანდი ლილა (იანინა, საბერძნეთი), ამირ აბრაში (ფრაიბურგი)

ნახევარმცველები: მიგიენ ბაშა (ლუცერნი, შვეიცარია), საბიენ ლილაი(შკენდერბეუ), ლედიან მემუშაი (პესკარა, იტალია), ტალანტ ჯაკა (ბაზელი, შვეიცარია), ჰეროლინდ შალა (ლიბერეცი, ჩეხეთი), ბეკიმ ბალაი (რიეკა, ხორვატია), ელსაიდ ჰისაი (ნაპოლი, იტალია), სოკოლ სიკალეში (ბასაკშეჰირი, თურქეთი)

თავდამსხმელები: შელკენ გაში (ბაზელი, შვეიცარია), ოდისე როში (რიეკა, ხორვატია), არმანდო სადიკუ (ციურიხი, შვეიცარია),ერმირ ლენიანი (ნანტი, საფრანგეთი), რეი მანაი (ინტერი, იტალია)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:22 | 11.11.2015
araza-1918 (6330)

ალბათ 3-4-3 რევიშვილი-- ამისულა კაშია გრიგალავა--კაკაბაძე კანკავა კობახიძე ნავალოვსკი--ყაზაიშვილი ვაწაძე ჭანტურია მეორე ტაიმი დაუშვილი ლორია გელაშვილი ცინცაძე ჰუფნაგელი ბოლო ორი და კაკაბაძე აეროპორტში და 17-ში გორში შვედებთან დანარჩენები ტირანაში

23:25 | 10.11.2015
რენე ფერეირა (6798)

miriani
მე ალბანეთზე კი არ ვღადაობ ქეცბაიას ნათქვამზე ვღადაობ

16:45 | 10.11.2015
vashla (1205)

ლაციო,ბაზელი(4 ფეხბურთელი),ნანტი(2 ფეხბურთელი),ციურიხი(2 ფებურთელი),ფრაიბურგი,ნაპოლი,ბასაკშეჰირი,ინტერი,ციურიხუ--- რაც არუნდა ვისაუბროთ საქართველოზე ბევრად კარგი ნაკრები ყავს.ჩვენი ფეხბურტელები გადახედეთ სად თამაშობენ ?

16:46 | 10.11.2015
Badri Bibilashvili (6126)

აი ეგ უნდა დამეწერა მეგობარო მეც ახლა.გადავხედე კლუბებს სადაც თამაშობენ და ენა ჩამივარდა.აღარ მიკვირს რომ ალბანეთუ ევროპაზე გავიდა,მაგრამ მაინც მაქვს იმედი მოვუგებთ სტუმრად.

16:53 | 10.11.2015
vashla (1205)

ნუ იმედი როგორ არ მაქვს , მაგრამ რომ უკვირთ ევროპაზე როგორ გავიდნენო, ლაციო,ინტერი,ნაპოლი

16:35 | 10.11.2015
miriani (2665)

მთავარი რაა ვერ ხედავთ? იგლი ტარეა თუ ვინცხა ჩემი შაშაკოლა, ერთი ცოტა ნორმალური ყავდა მთელი ალბანური ფეხბურთის ისტორიაში და მასტი რა პადეჟკას აძლევს, იტალიაში და შვეიცარიაში ჩითავს ხალხს, ცვენები კიდე...... ფუუუი ბლ.ინ ალბანელების როგორ უნდა გშურდეს

17:29 | 10.11.2015
BEERTRANCE (97819)

კი არ უნდა გშურდეს სწორი რაც გააკეთეს იმაში უნდა მიბაძო

16:28 | 10.11.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ეს საყ...ვეთი ევროპაზე როგორ გავიდა?!

17:28 | 10.11.2015
BEERTRANCE (97819)

და ჩვენ ვიღა ვართ მაშინ DDDDDDDDDDDDDD

15:47 | 10.11.2015
რენე ფერეირა (6798)

25 მესი ყოლია ალბანეთს☆☆☆

17:28 | 10.11.2015
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDD

16:31 | 10.11.2015
miriani (2665)

იღადავე შენ ძამა და ქეა ალბანეთი გასული ფინალურ ეტაპზე და ჩვენ სად ვართ კი ხედავ

0.144641