ფეხბურთი

14:11 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში ჭანტურიას ვეღარ აჩერებენ: ამჯერად დუბლი

იტალიური “ემპოლის” ახალგაზრდული გუნდის ქართველ თავდამსხმელ რომან ჭანტურიას ვეღარ აჩერებენ. 19 წლის ფორვარდმა იტალიის პრიმავერას (ახალგაზრდული სერია A) ჩემპიონატის C ჯგუფის VIII ტურში “კროტონესთან” გასვლით შეხვედრაში დუბლი შეასრულა. რომანმა აღნიშნულ მატჩში მესამე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე მეტოქე მეორედ დაამწუხრა. თავად შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ჭანტურია გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია – მას 6 ჩატარებულ თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი და “რომას” ნიგერიელ ფორვარდ სადიქ უმარს ერთი ბურთით უსწრებს. “ემპოლი” კი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 17 ქულით და ზემოხსენებულ “რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურთელმა რომის “ლაციოს” ჰეთ-თრიქი შეუსრულა. ჭანტურია საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშია გამოძახებული.

0.119077