ეროვნული საკალათბურთოო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად, “დეტროიტ პისტონზის” ცენტრი ანდრე დრამონდი და “ჰიუსტონ როკეტსის” მცველი ჯეიმს ჰარდენი დაასახელეს.
დრამონდი 2011-12 წლების სეზონიდან მოყოლებული (ლებრონ ჯეიმსის შემდეგ), ლიგაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც სეზონის სტარტზე ზედიზედ 2 კვირის საუკეთესო კალათბურთელი შეიქმნა. გასულ კვირაში. დეტროიტელთა ლიდერის საშუალო მონაგარი 22.0 ქულა და 24.3 მოხსნა იყო.
რაც შეეხება ჰარდენს, მისი დახმარებით ჰიუსტონელებმა კვირის ოთხივე მატჩი მოიგეს, ჯეიმსის საშუალო მაჩვენებლები კი ასეთია: 38.5 ქულა, 5.5 მოხსნა, 5.5 პასი და 1.5 ჩაჭრა.
კვირის საუკეთესო მოთამაშეობაზე პრეტენზიას პოლ მოლსეპი (“ატლანტა”), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), რეჯი ჯეკსონი (“დეტროიტი”), სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), ბლეიკ გრიფინი (“კლიპერსი”), ევან ფურნიე (“ორლანდო”), ჯალილ ოკაფორი (“ფილადელფია”) და დემიან ლილარდიც (“პორტლენდი”) აცხადებდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დრამონდიშეე^_^ წელს პლეი-ოფი დაიდება... იმედია მომავალ წელს შეინარჩუნებენ დრამონდს...
რა მოიხოდა დეტროიტი და დრამონდი წელს?
ძალიანაც კარგი. მეუასება ეს გუნდი. ოკლა და დეტროიტი, ამ გუნდებს ვუგულშემატკივრებ წელს.
ოკაფორიც რა მაგარია. როგორ მეგონა რომ პირველი ნომერი იქნებოდა დრაფტზე, მარა მინესოტამაც კარგი მოთამაშე აირჩია, ლეიკერსში მაგარი ქინძები არიან ოკაფორი როგორ გამაზეს
დრუმონდი რას თამაშობს. ეს ეხლა კლიულენდში უნდა გადავიდეს