არგენტინის ეროვნული ნაკრები ნოემბრის მატჩებში “ბოკა ხუნიორსის” ფორვარდს კარლოს ტევესს მოისაკლისებს. 31 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან შეხვედრებში მისი მონაწილეობა გამოირიცხა.
როგორც ცნობილია, ტრავმის გამო არგენტინელებს ვერც “ბარსელონას” შემტევი ლიონელ მესი დაეხმარება.
არგენტინის ნაკრები ბრაზილიას 13 ნოემბერს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს, კოლუმბიას კი 17 ნოემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
მსოფლიოს ჩემპიონტის შესარჩევ სამხრეთამერიკულ ჯგუფში არგენტინელებს ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ათ გუნდს შორის მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.