ფიფა-მ 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალისა და ქალთა გუნდის მწვრთნელის გამოსავლენად ნომინანტები დაასახელა. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად საუკეთესო ათეულები ფიფას ქალთა ფეხბურთის კომიტეტის, ფიფას მსოფლიო თასის და პოპულარული გამოცემის „ფრანს ფუტბოლის“ წარმომადგენლებმა შეარჩიეს.
გამოკითხვაში ხმის მიცემა ფიფას წევრი ქვეყნების ქალთა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებსა და კაპიტნებს აქვთ. შემოთავაზებულ კანდიდატებს 5, 3 და 1 ქულით აფასებენ და შესაბამისად I, II და III ადგილებს აკუთვნებენ.
გამოკითხვაში ტრადიციულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც მონაწილეობს. წელს მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ქალთა გუნდის მწვრთნელი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ კოსტავამ და ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ტატა მატვეევამ დაასახელეს.
2015 წლის სეზონის მსოფლოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი 2016 წლის 11 იანვარს დასახელდება. მანამდე, კი ქართველი ქალი ფეხბურთელების რჩეული არაოფიციალურ გამოკითხვაში ამერიკელი კარლი ლლოიდია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელმა ქალთა შორის 2015 წლის კანადის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს დაამახსოვრა თავი ფეხბურთის ქომაგებს, სავარაუდოდ, ჩვენი გოგონების აზრი მსოფლიოს სპეციალისტების მოსაზრებასაც დაემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ქალთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ფინალში, იაპონელთა წინააღმდეგ 16 წუთში ჰეთ-თრიქი შეასრულა, შეხვედრა კი, ამერიკელებმა 5:2 მოიგეს.
ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი:
თამაზ კოსტავა: 1. თომას ვიორლე (გერმანია, “ბაიერნი”), 2. ჯილ ელისი (აშშ ქალთა ეროვნული ნაკრები), 3. ჯონ ჰერდმანი (კანადის ქალთა ეროვნული ნაკრები).
ტატა მატვეევა: 1. ჯილ ელისი (აშშ ქალთა ეროვნული ნაკრები); 2. თომას ვიორლე (გერმანია, “ბაიერნი”), 3. სასაკი ნორიო (იაპონიის ქალთა ეროვნული ნაკრები).
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი:
თამაზ კოსტავა: 1. რამონა ბაჩმანი (შვეიცარია), 2. კარლი ლლოიდი (აშშ), 3. ნადინ ანგერერი (გერმანია).
ტატა მატვეევა: 1. კარლი ლლოიდი (აშშ), 2. ჰოპ სოლო (აშშ), 3. ნადინ ანგერერი (გერმანია).
აღნიშნული კანდიდატების გარდა ნომინანტებს შორის დასახელებულები არიან:
ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი: კ. ბარლინგი (შვედეთი, U19), კ. ბელი (ინგლისი, “ფრანკფურტი”), ფ. ბენსტიტი (საფრანგეთი, პსჟ), ჯილ ელისი (აშშ, ეროვნული ნაკრები), ლ. ჰარვეი (ინგლისი, “სიეტლ რეინი”), ჯ. ჰერდმანი (ინგლისი, კანადის ეროვნული ნაკრები), ჟ. პრეშე (საფრანგეთი, “ლიონი”), მ. სამპსონი (უელსი, ინგლისის ეროვნული ნაკრები), ნ. სასაკი (იაპონიის ეროვნული ნაკრები), ტ. ვიორლე (გერმანია, “ბაიერნი”).
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ნ. ანგერერი (გერმანია), რ. ბაჩმანი (შვეიცარია), კ. ბაჩმანი (კანადა), ა.ჰენრი (საფრანგეთი), ე. სომერი (საფრანგეთი), კ. ლლოიდი (აშშ), მ.მიიამა (იაპონია), მ. რეპინოე (აშშ), ს.შაშიჩი (გერმანია), ჰ. სოლო (აშშ).
სფფ-ის პრესსამსახური