ჩოგბურთი

23:51 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია მინსკის ტურნირზე

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფებიან და ძალებს საერთაშორისო ტურნირში სცდიან, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ქვაცაბაიამ საწყისი რაუნდის მატჩი უკვე ჩაატარა და “უაილდ ქარდის” მქონე ბელარუს სადაფმოჰ ტოლიბოვასთან 4:6, 6:2, 3:6 დამარცხდა. რაც შეეხება გორგოძეს, მას პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ რუს ირინა ხრომაჩევასთან ჭიდილი ელის.

წყვილთა ტურნირში ქართველი გოგონები ერთად არ ითამაშებენ. გორგოძის და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დუეტს პირველი განთესვა გააჩნია და ისინი სერბ ჯოროვიჩს და რუს კანს ეთამაშებიან.

ასევე უკრაინელი ჩოგბურთელი ჰყავს არჩეული მეწყვილედ ქვაცაბაიას. სოფო და ვალერია სტრახოვა ძალებს მე-3 რეიტინგის მქონე რუმინულ-სერბულ წყვილთან (ბარა-სტოიანოვიჩი) მოსინჯავენ.

0.871308