ფეხბურთი

18:41 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: ესპანეთს ორი დაემატა, ერთი დააკლდა 

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც 12 ნოემბერს საქართველოსთან და 17 ნოემბერს ხორვატიასთან მატჩებისთვის მოემზადებიან.

სელადესის გუნდი საქართველოს ნაკრებს ქალაქ ალმერიაში ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

როგორც იცით, მიმდინარე ევროშესარჩევში საქართველო-ესპანეთი 2:5 დასრულდა. თბილისში ესპანელებს ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ: მარცხენა მცველი ხოსე ლუის გაია "ვალენსიადან" და ნახევარმცველი დენის სუარესი "ვილიარეალიდან", რომლებიც ამჯერად სელადესის განკარგულებაში იქნებიან, თუმცა აკლიათ ლონდონის 'არსენალის" მცველი ექტორ ბელერინი.

მეკარეები: კეპა არისაბალაგა (ვალიადოლიდი), ალეხანდრო რემირო (ბილბაო), პაუ ლოპესი (ესპანიოლი)

მცველები: ხონი (სელტა), ხესუს ვალეხო (სარაგოსა), რუბენ დუარტე (ესპანიოლი), ხავიერ მანკილიო (მარსელი, საფრანგეთი), ხორხე მერე (ხიხონი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია)

ნახევარმცველები: ხოსე როდრიგესი (გალათასარაი, თურქეთი), საული, ოლივერ ტორესი (ორივე - ატლეტიკო), დენის სუარესი, მატიას ლეივა (ორივე - ვილიარეალი), მარკო ასენსიო (ესპანიოლი), დანი სებალიოსი (ბეტისი),ვიქტორ კამარასა (ლევანტე)

თავდამსხმელები: მუნირ ელ ჰადადი (ბარსელონა), ბორხა მაიორალი (რეალი), ჟერარ დეულოფეუ (ევერტონი, ინგლისი).

ესპანელებს ჯგუფში სამ თამაშში 7 ქულა აქვთ, ხოლო ქართველებს ოთხ მატჩში 6 ქულა მოუგროვებიათ.

ქართველთა მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.

ვანო ხუციშვილი

0.128057