თამაშგარე

15:15 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლარისამ ახლა ბრაზილიისკენ გაიწია

გახსოვთ ალბათ, ამასწინათ ვწერდით, პარაგვაელ მოდელ ლარისა რიკელმეს ლურსმანზე აზღუდის ჩამოკიდება რომ არ სურს და წლების მატების მიუხედავად, მაინც დიდის რუდუნებითა და გმირული შეუპოვრობით ეპოტინება პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმის ტიტულსო.

თურმე რა აზღუდის ჩამოკიდება, რის კარიერის დასრულება... რიკელმე ახლა როგორც გურულები იტყვიან მთლად გადელებულა და იძახის, ბრაზილიაში გასამართ მის „ბუმ–ბუმის“ შოუში და კონკურსში უნდა მივიღო მონაწილოება და უწინამც დღენი დამელიოს, თუკი სხვას ჩემზე ლამაზი უკანალი ექნებაო.

შეგახსენებთ, რომ “ბუმ–ბუმი“ ბრაზილიაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და მხიარული შოუა, სადაც მონაწილეობას გავაგანიერი ქალები მთელი მსოფლიოდან იღებენ და თუკი არსებულ რეალობას შევაჯამებთ და განვიხილავთ, ადვილი მისახვედრია, რომ ლარისას გავა დიახაც რომ არავისზე ნაკლებად თრთის!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087148