სხვა

14:19 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს პირველი გამარჯვება

ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც შეჯიბრს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა.

გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა სოკოკურაის ოშიდაშით აჯობა და თანაბარ ბალანსზე (1 მოგება, 1 წაგება) გავიდა. ქართველი გოლიათის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოფუჯი იქნება, რომელსაც ორივე გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს.

ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც კიუშიუ ბაშოს სტარტზე უძლიერეს მეტოქეებს ხვდება.

ქართველმა სუმოისტმა გუშინ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან წაააგო, დღეს ოძეკი კოტოშოგიკუსთან ცუკიოტოშით დამარცხდა, ხვალ კი, ოძეკი გოეიდოსთან ჭიდილი ელის.

ისიც ვთქვათ, რომ ნოემბრის სუპერტურნირის 2 დღის თავზე იოკოძუნათაგან დაუმარცხებელი მხოლოდ ჰაკუჰოა, კაკურიუს და ჰარუმაფუჯის კი უკვე თითო წაგება აქვთ.

ნოემბრის ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 3:54-დან, ტოჩინოშინის – 8:52-დან

0.116224