იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო’ორლანდო” “იუვე კასერტას” ესტუმრა და 66:78 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მხოლოდ 11 წუთს ითამაშა. ნიკამ 2-ვე ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
მეტრეველს ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბეტალანდ კაპო’ორლანდოს” სამ-სამი მოგება-წაგება აქვს და სერია ა-ში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 15 ნოემბერს, შინ, “ვანოლი კრემონასთან” ჩაატარებს.