ფეხბურთი

11:34 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოში სიმჭიდროვეა

რომაული დერბი თანაბარ ბრძოლაში გაილია, მაგრამ გოლები მხოლოდ “რომამ” გაიტანა და შესაბამისად გამარჯვებაც მოიპოვა. მე-10 წუთი იყო, როცა ედინ ჯეკო საჯარიმოში შეიჭრა და სტუმარმა ჯენტილეტიმ ბოსნიელი ძირს დასცა. ჯეკომ პენალტით “მგლები” დააწინაურა. მერე “ლაციოს” რამდენჯერმე შეეძლო გათანაბრაბეა, მაგრამ ვერ შეძლო და მეორე ტაიმში ჟერვინიომ შეხვედრას წერტილი დაუსვა. ახლა რუდი გარსიას ბიჭები ისევ მესამე ადგილზე არიან და ლიდერებს, “ფიორენტინასა” და “ინტერს” ქულით ჩამორჩებიან. აი, “არწივების” საქმე კი რთულადაა. “ლაციალემ” უკვე მიჯრით მესამე თამაში წააგო და დაღმასვლას განაგრძობს.

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და ეს ფრაზა მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად მილანის “ინტერს” შეეფერება. “ნერაძური” რიგ მატჩებში დაცვაში ზის და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობს, შედეგიც ასეთი აქვს ოდენ 12 გატანილი გოლიამდენივე ტურში, მაგრამ ლიდერია. “ტორინოსთანაც” შეხვედრაცა ასეთი იყო – ტურინელებს გატანა არაერთხელ შეეძლოთ, თუმცა ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, “ნერაძურიმ” შეძლო ამის გაკეთება, როცა ფრანგი ჟოფრი კონდოგბია მცველებს დაუსხლტდა და იტალიაში პირველი ბურთი შეაგდო.

“ინტერის” მსგავასად ლიდერია “ფიორენტინა”. ფლორენციელებს როგორც ჩანს, წელს მართლაც საჩემპიონო ამბიციები აქვთ. ყოველშემთხვევაში ეს “იების” თამაშში აშკარად იგრძნობა და რაც მთავარია, პაულო სოუზას გუნდი სტაბილურია. ამჯერად ფლორენციელებმა სტუმრად გენუის “სამპდორიას” ადვილად აჯობეს. არადა, “მარასიზე” მოგება არავისთვის მარტივი...

როგორც იქნა, ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში მოიგო. წინა ტურში მოგებული დერბის მერე, “იუვემ” ამჯერად გასვლაზე “ემპოლის” მოუგო. თუმცა, თამაში სტუმართათვის კარგად არ დაწყებულა. ლეონარდო ბონუჩის შეცდომით მასიმმო მაკარონემ უმალ ისარგებლა და ტოსკანელები წინ გავიდნენ, მაგრამ ეს “ემპოლის” ერთადერთი გაბრწყინება იყო. მერე “ბებერმა ქალბატონმა” მეტოქეს სამჯერ გაუტანა. ისიც ვთქვათ, რომ მესამე გოლი შეხვედრის მთავარ მსაჯს რ უდნა ჩაეთვალა, რადგან სტეფან ლიხშტაინერი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მოიგო ჩემპიონატის კიდევ ერთმა ლიდერმა “ნაპოლიმ”. ნეაპოლელებმა ამჯერად საფეხბურთო სპექტაკლი ვერ დადგეს, მაგრამ “უდინეზესთან” სამი ქულის მოსაპოვებლად გონსალო იგუაინის გოლიც ეყოთ. სხვათა შორის, არგეტნინელი აპენინზე გადაბარგების შემდგე უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს.

“ტორინო” – “ინტერი” 0:1 (0:1)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 16 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; სილვა, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი (ძაპაკოსტა 78), ბენასი, ვივესი, ბაზელი (ამაური 82), მოლინარო; ბელოტი (მაქსი ლოპესი 63), კვალიარელა

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“ინტერი” (3-5-2): ჰანდანოვიჩი; ჟუანი, მურილო (რანოკია 90), მირანდა; დ’ამბროზიო, მედელი, ფელიპე მელო, კონდოგბია, ნაგატომო; პალასიო (ლიაიჩი 76), იკარდი (პერიშიჩი 67)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 კონდოგბია (31)

გაფრთხილება: გლიკი (31), ბრუნო პერესი (75) – მედელი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 6 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ემპოლი” – “იუვენტუსი” 1:3 (1:2)

ემპოლი, “კასტელანი”

მაყურებელი: 8 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, კოსტა, ტონელი, მარიო რუი; მაიელო (დიუსე 58), ზიელინსკი (ბუჩელი 86), პარედესი (კრუნიჩი 68); საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი (პადოინი 86), ბარძალი, ბონუჩი, ევრა; ხედირა, მარკიზიო, პოგბა; კუადრადო (კიელინი 68), მანჯუკიჩი, მორატა (დიბალა 68)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 მაკარონე (19), 1:1 მანჯუკიჩი (32), 1:2 ევრა (38), 1:3 დიბალა (84)

გაფრთხილება: მარიო რუი (58), კრუნიჩი (69) – მორატა (51), ბუფონი (60), მარკიზიო (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დავიდე მასა

“ფროზინონე” – “ჯენოა” 2:2 (2:1)

ფროზინონე, “მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-4-2): ლეალი; როზი, დიაკიტე, ბლანჩარდი, კრიველო; გუჩერი (ლონგო 89), სოდიმო, პაგანინი (ტონევი 90), ჩიბსა (გორი 10); ჩიოფანი, დიონისი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, ბურდისო, ანსალდი; რინკონი, ტინო კოსტა (გაკპე 61), ფიგერაში, ლაქსალტი; პეროტი (იცო 84), პავოლეტი, ლაზოვიჩი (ტაკჩიდისი 79)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 პავოლეტი (6), 1:1 ბლანჩარდი (31), 2:1 დიაკიტე (38), 2:2 გაკპე (75)

გაფრთხილება: დიონისი (59), ბლანჩარდი (67) – ტინო კოსტა (13), დე მაიო (30, 36), ფიგერაში (34), ბურდისო (88)

გაძევება: დე მაიო (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: განპაოლო კალვარეზე

“პალერმო” – “კიევო” 1:0 (0:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 14 176

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო (რისპოლი 59), ანდელკოვიჩი, გონსალესი; ლაზაარი (დაპრელა 35), ჰილიერმაკი, ჩოჩევი, მარესკა, ქუაისონი (გოლდანიგა 81); ვასკესი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, ცეზარი, გამბერინი (დაინელი 46), გობი; რადოვანოვიჩი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (პეპ3 75); პალოსკი, ინგლეზე (პელისიერი 75)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 1:0 ჯილარდინო (71)

გაფრთხილება: დაპრელა (42), ჯილარდინო (72), ვასკესი (84), გოლდარინგა (90) – რადოვანოვიჩი (25), ცეზარი (37), გობი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 9 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 10:7 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“რომა” – “ლაციო” 2:0 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 35 253

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ტოროსიდისი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, ვანკიერი (კეიტა 73); ჟერვინიო (იტურბე 81), სალაჰი (ფლორენცი 58), იაგო ფალკე; ჯეკო

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ჯენტილეტი, მაურისიო, რადუ (კეიტა 67); პაროლო, ბილია, ლულიჩი; კანდრევა (მატრი 82), ჯორჯევიჩი (კლოზე 62), ანდერსონი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ჯეკო (10, პენ), 2:0 ჟერვინიო (63)

გაფრთხილება: რუდიგერი (66), ვანკიერი (68), დინიე (70) – ჯენტილეტი (9), ბილია (28), რადუ (65), ანდერსონი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“სასუოლო” – “კარპი” 1:0 (1:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 12 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო (გაცოლა 70), აჩერბი, არიაუდო, პელუზო; მანიანელი, პელეგრინი (ბიონდინი 64), მისიროლი; ბერარდი, ფალჩინელი (დეფრელი 67), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“კარპი” (4-4-1-1): ბელეცი; ძაკარდო (უოლასი 77), გალიოლო, რომანიოლი, გაბრიელ სილვა; ლეტიცია, ბიანკო, პასკიუტი (მატოსი 66), ლოლო; მარონე (დი გაუდიო 61); ლასანია

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

გოლი: 1:0 სანსონე (28)

გაფრთხილება: ფალჩინელი (23), პელეგრინი (58), ბიონდინი (66), კონსილი (85) – მარონე (27), ლოლო (59), ძაკარდო (64), დი გაუდიო (73), უოლასი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 5 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ნაპოლი” – “უდინეზე” 1:0 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 35 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (ელ კადური 78), იგუაინი (გაბიადინი 82), ინსინიე (მერტენსი 68)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე (პირისი 52); იტურა (ალი ადნანი 70), ბადუ, ფერნანდესი (აგირე 57), ლოდი, ედენილსონი; ვიდმერი, ტერო

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლი: 1:0 იგუაინი (53)

გაფრთხილება: კულიბალი (42), ალბიოლი (75), ელ კადური (90) – ფელიპე (4), ვაგუე (38), პირისი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 7 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“სამპდორია” – “ფიორენტინა” 0:2 (0:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; პერეირა (მესბა 46), სილვესტრე, დე სილვესტრი, ძუკანოვიჩი; ფერნანდო, ბარეტო (ივანი 65), სორიანო (კასანო 81); კარბონერო, მურიელი, ედერი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“ფიორენტინა” (3-4-3): ტატარუშანუ; როდრიგესი, ასტორი, რონკალია; ბადეი (სუარესი 74), ვესინო, ბერნარდესკი, პასკუალი (ალონსო 66); ილიჩიჩი (მატი ფერნანდესი 82), კალინიჩი, ბორხა ვალერო

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (10, პენ), 0:2 კალინიჩი (58)

გაფრთხილება: ძუკანოვიჩი (9), სორიანო (20), ედერი (83) – ბადეი (3), ვესინო (6), როდრიგესი (12)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 15 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: კარმინე რუსო

თეგებისერია A
0.216773