ფეხბურთი

17:57 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას სადებიუტო თამაში კვირკველიამ მოუგო (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგაში ქართული დერბი შედგა. სოლომონ კვირკველიას “რუბინმა” სახლში “კრილია სოვეტოვს” 2:0 (მატჩის მიმოხილვა) აჯობა. გამარჯვებულთა შორის 90 წუთი ითამაშა კვირკველიამ, ხოლო სამარელთა რიგებში ასევე თავიდან ბოლომდე იასპარეზა გიორგი ლორიამ. საქართველოს ნაკრების მეკარისთვის ეს პრემიერლიგაში სადებიუტო თამაში იყო. მის კარში კი გოლები თურქმა გოქთენიზ კარადენიზმა გაიტანა 38-ე და 90-ე წუთებზე. გიორგიმ აღნიშნულ მატჩში 4 სეივი შეასრულა. “რუბინი” 16 ქულით მეათეა, ხოლო “კრილიას” ქულით ნაკლები აქვს და მე-12 ადგილზეა.

იქვე, I დივიზიონში გოჩა ხოჯავასა და კახა ალადაშვილის “სკა ენერგიამ” გასვლაზე “არმავირს” 2:0 მოუგო. სტუმართა შორის 69 წუთი ითამაშა ხოჯავამ, ხოლო ალადაშვილი სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა. თავის მხრივ “არმავირის” რიგებში 67 წუთი დაჰყო მოედანზე ზურაბ არზიანმა, რომელიც ირაკლი ჭეჟიამ შეცვალა. “სკა ენერგიას” 20 თამაშში 22 ქულა აქვს და მეთექვსმეტეა, ხოლო “არმავირი” 12 ქულით ბოლო საფეხურზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში სანდრო კობახიძის “ვოლინმა” საკუთარ მოედანზე პოლტავას “ვორსკლა” 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა კობახიძემ. ქართველი ნახევარმცველის გუნდს 21 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ადგილი სწორედ “ვორსკლას” გაუცვალა და ახლა მეხუთე პოზიციაზეა.

თურქეთის პირველ ლიგაში “ქარშიაქამ” სახლში “გოზტეპე” 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გამარჯვებულთა შორის კი შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა. ჩვენებურის გუნდი 11 ტურში მოპოვებული 12 ქულით მე-14 ადგილზეა.

0.128007