ესპანური “სევილია” შესაძლოა, მადრიდის “რეალთან” დამარცხების შემთხვევაში უმწვრთნელოდ დარჩეს. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება. ანდალუზიური გუნდის ხელმძღვანელები მიმდიანრე სეზონში ემერის მუშაობით უკმაყოფილონი არიან. “დალაქები” პრიმერადივიზონში 10 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-13 პოზიციას იკავებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში 3 ქულა აქვთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის აღარ გააჩნიათ.
უნაი ემერი “სევილიას” 2013 წლის იანვრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს და გუნდს ევროპა ლიგა ორჯერ მოაგებინა.