ფეხბურთი

21:40 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზი “ბენფიკაზე” ფიქრობს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელ მცველ დავიდ ლუიზს კარიერის დასრულება ლისაბონის “ბენფიკაში” სურს. ამის შესახებ 28 წლის მცველმა პორტუგალიურ გამოცემა “ა ბოლასთან” საუბრისას განაცხადა.

“ყოველთვის ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ: “ბენფიკაში” კარიერას სიამოვნებით დავასრულებდი. იმედია, ერთ დღეს ლისაბონში დავბრუნდები”, - აღნიშნა ლუიზმა.

დავიდ ლუიზის პირველი ევროპული კლუბი “ბენფიკა” გახლდათ და სწორედ იქ გაითქვა სახელი. “და ლუჟზე” ბრაზილიელი 2006-2011 წლებში ირჯებოდა.

0.10839