როგორც TuttoSport-ი იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსის” მცველის დანიელე რუგანის გადაბირებას შეეცდება. იტალიელი ფეხბურთელით ლონდონის “არსენალიცაა” დაინტერესებული.
იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტურინელთა რიგებში მხოლოდ ორი წუთი ითამაშა, მიუხედავად ამისა, ინგლისური კლუბების ინტერესი მაინც დაიმსახურა.
გასულ სეზონში “ემპოლის” რიგებში ახალგაზრდა მოთამაშემ იტალიის ჩემპიონატში 38-ვე მატჩი ჩაატარა და სამი გოლიც გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.