ტურინის “იუვენტუსი” 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რომელუ ლუკაკუს გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას იტალიური მედია გამოცემები იუწყებიან.
ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის იტალიაში გადაბარგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აფერხებს, “ევერტონი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.
ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროს შეადგენს.