ფეხბურთი

13:45 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პატუ “ლივერპულში” ითამაშებს

“კორინთიანსის” თავდამსხმელი ალეშანდრე პატუ კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა რობერტო დე ანდრადემ გაავრცელა.

“ლივერპულთან” შეთანხმება შედგა და ტრანსფერი რამდენიმე კვირაში განხორციელდება. პატუ დიდი ხანია ევროპაში დაბრუნება სურს. რამდენიმე დეტალის შეთანხმებაღაა დარჩენილი. კლოპმა გუნდში ცვლილებები დაიწყო, პატუსთვის კი პრემიერლიგა ახალი გამოწვევაა.” – განუცხადა დე ანდრადემ Tutto Mercato-ს.

ამჟამად ფეხბურთელი იჯარის წესით “სან პაულოში” თამაშობს და 31 დეკემბრის შემდეგ “ლივერპულის” ღირსებას” დაიცავს. პატუს ევროპაში თამაშის გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ფორვარდი “მილანის” ღირსებას იცავდა.

0.112133