ფეხბურთი

2:56 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ღამურებმა” ვიგოში იფრინეს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მეორე სათამაშო დღის გამორჩეული შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” გაიმართა, სადაც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად მოასპარეზე “სელტამ” ცუდ ფორმაში მყოფი “ვალენსია” მიიღო და მოულოდნელად განადგურდა.

გუნდების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, რომელნიც ტურს მე-3 ადგილზე შეხვდნენ და ლიდერთა დუეტს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ. სტუმრებმა კი ჩემპიონთა ლიგაზე სამარცხვინო მარცხი განიცადეს “გენტთან”, საქმეები გვარიანად გაირთულეს და კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში ნუნუ ესპირიტო სანტოს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა კლუბის ხელმძღვანელობისგან.

აუცილებლად უნდა ითქვას დანი პარეხოს შესანიშნავ თამაშზე. ”ღამურების” კაპიტანი ორ-ორი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა, საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ვისენტე დელ ბოსკეს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ნაკრებში გამოძახებას და შანსის მიცემას იმსახურებს.

პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა შექმნეს, რომელიც პაკო ალკასერმა გოლად აქცია. ახალგაზრდა ფორვარდმა დანი პარეხოსთან გაითამაშა კომბინაცია, რომელმაც პაკო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და მანაც მე-13 წუთზე სტუმრების დაწინაურება მოახერხა. ვიგოელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, 24-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხურის შემდეგ სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს თავებით და აუგუსტო ფერნანდესმა ახლო მანძილიდან მოახერხა გატანა. ტაიმის დარჩენილ დროში უპირატესობას გალისიელები ფლობდნენ, თუმცა ხაუმე დომენეში კვლავ მშვენივრად გამოიყურებოდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, დანი პარეხომ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა.

მეორე ნახევარი “ღამურებისთვის” იდეალურად დაიწყო. პირველივე წუთზე ხონიმ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, სერხიო ალვარესზე ბურთის დაბრუნების ნაცვლად, პაკო ალკასერი გაიყვანა მასთან პირისპირ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა. “სელტა” დანებებას არ აპირებდა და სხვაობის შემცირების ორი 100%-იანი შანსი ჰქონდა. ერთ ეპიზოდში ორელიანას დარტყმული ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ცარიელ კართან მყოფ ნოლიტოს საოცარი რეაქციის ხარჯზე ხაუმემ დაასწრო. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ბურთი ცარიელი კარიდან ხოსე ლუის გაიამ გამოიტანა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი კვლავ გამოიყენეს სტუმრებმა. პაკო ალკასერმა და დანი პარეხომ როლები გაცვალეს და ამჯერად 22 წლის ფორვარდმა გაატანინა “ლოს ჩეს” კაპიტანს. 79-ე წუთზე პარეხომ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, მან ამჯერად საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. დანის კარგი ჩაწოდებით შკოდრან მუსტაფიმ იხეირა და თავური დარტყმით სტუმართა კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა – 1:5.

კარგ თამაშს განაგრძობს “ეიბარი”, რომელმაც შინ “ხეტაფეს” სძლია და მე-6 ადგილი შეინარჩუნა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს. ენრიჩის დუბლს შორის თავის გამოჩენა ვიქტორ როდრიგესმა მოახერხა და ტაიმი 2:1 დასრულდა. შეხვედრის ბედი კი 61-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც დამიან სუარესმა უხეშობისთვის წითელი ბარათი დაიმსახურა და ვისენტე გუაიტას კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ბერხონმა შეასრულა ზუსტად – 3:1.

“რაიო ვალეკანო” საკუთარ მოედანზე “გრანადას” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მე-10 წუთზე ხავი გერას დუბლის წყალობით ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაინც ძალიან გაუჭირდა, რადგანაც მე-19 წუთისთვის ზე კასტრომ მეორე გაფრთხილების მიღება მოასწრო და მადრიდელებს 70 წუთის განმალობაში 10 კაცით მოუწიათ თამაში. ანდალუსიელებმა ამით ვერ ისარგებლეს და მხოლოდ ერთი ბურთი გატანა მოახერხეს, რაც ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა – 2:1.

ბოლო ადგილოსანმა “ლევანტემ” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლა და ქულის მოპოვება შეძლო. პირველი ნახევარი “დეპორმა” ლუკას პერესის გოლით მოიგო, ხოლო 53-ე წუთზე კამარასამ გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

დღის დასკვნითი შეხვედრა “ლა როსალედაზე” გაიმართა, სადაც “მალაგამ” ანდალუსიურ დერბიში “ბეტისს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე გავიდა:"მწვანეებს” რუბენ კასტრომ მოაგებინა – 0:1.

სელტა – ვალენსია 1:5 (1:2)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, ს.გომესი, მალიო, ხონი, ვასი (რადოია 67), პ.ერნანდესი, ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა (დრაჟიჩი 83), ასპასი (გუიდეტი 74).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ვალენსია (4-3-3): დომენეში, ვეზო, მუსტაფი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, გომეში, პარეხო (ბარბოსა 81), კანსელო, ბაკალი (მინა 52), ალკასერი (პიატი 68).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 0:1;1:3 ალკასერი (13;46), 1:1 ა.ფერნანდესი (24), 1:2;1:4 პარეხო (45;64), მუსტაფი (79)
გაფრთხილებები: ა.ფერნანდესი – ფუეგო, გაია, მუსტაფი
მსაჯი: ინიაკი ბიკანდი გარიდო

ლევანტე – დეპორტივო 1:1 (0:1)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-3-3): რუბენი, ფედალი, დ.ნავარო, პ.ლოპესი, ტონიო, ლერმა (კასადედუსი 46), სიმაო, კამარასა, რ.გარსია, მორალესი (ვერზა 79), როჟერი (გილასი 65).
მწვრთნელი: რუბი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ლაურე (კანი 88), ფ.ნავარო, მოსკერა, ბორგესი, გუტიერესი (ხუანფრანი 59), ფაჟრი, კარტაბია (რიერა 59), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 ლ.პერესი (22), 1:1 კამარასა (53)
გაფრთხილებები: ტონიო, სიმაო, კასადედუსი, რ.გარსია – ბორგესი, ფ.ნავარო
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ეიბარი – ხეტაფე 3:1 (2:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-4-2): რიესგო, მ.დოს სანტოსი (კასტელიანო 64), პანტიჩი, ხუნსა, კაპა, ისრაფილოვი, ესკალანტე (ბარენეჩეა 88), ბერხონი, კეკო, ბასტონი, ენრიჩი (არუაბარენა 81).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ალექსისი, დ.სუარესი, ლაგო, ლასენი, ხ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი (მ.გომესი 85), ლაფიტა, სარაბია (ვერხინი 63), ვაზკესი (სცეპოვიჩი 71).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0;2:1 ენრიჩი (16;29), 1:1 ვ.როდრიგესი (22), 3:1 ბერხონი (61 პენ.)
გაფრთხილებები: ბერხონი, კაპა, ესკალანტე – ალექსისი
გაძევება: დ.სუარესი (60)
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

რაიო ვალეკანო – გრანადა 2:1 (2:0)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო (ხ.კარლოსი 79), ზე კასტრო, დ.ლორენტე, ტიტო, რაცი, ბაენა, ტრაშორასი, პ.ერნანდესი (ებერტი 75), ბებე (დორადო 30), ემბარბა, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, ბაბინი, ლოპეში, ბირაგი (მენდეში 69), რ.პერესი, კრინი, იბანესი (ბიფოუმა 46), მარკესი (როჩინა 46), პიტი, ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 1:0;2:0 გერა (3;10), 2:1 ბაბინი (53)
გაფრთხილებები: ზე კასტრო, ტიტო, ტრაშორასი – პიტი, კრინი, რ.პერესი
გაძევება: ზე კასტრო (19)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

მალაგა – ბეტისი 0:1 (0:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, ბოკა, ტისონე, რესიო (ჩოპი 70), ტიგადუინი (მასტური 85), ხ.კარლოსი, დუდა, ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, გ.გონსალესი, ვესტერმანი, ვარელა, პიცინი, პეტროსი, დიგარდი (ხ.ტორესი 46), სეხუდო (მოლინერო 86), ვან დერ ვაარტი (სებალიოსი 67), ხოაკინი, რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: რ.კასტრო (64)
გაფრთხილებები:
ანხელერი, ჩარლესი - ბ.გონსალესი, სეხუდო, პიცინი, ვარელა, ვან ვოლფსვინკელი (ს.კ.)
მსაჯი:
პრიეტო იგლესიასი

თეგებილა ლიგა
0.110602