ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლესტერის” თავდამსხმელი ჯემიე ვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში ზედიზედ 9 მატჩი გოლი გაიტანა. “უოტფორდთან” მოგებულ (2:1) შეხვედრაში ფეხბურთელმა თავი 65-ე წუთზე გამოიჩინა.
ვარდიმ დანიელ სტარიჯის და რუდ ვან ნისტელროის შედეგი გააუმჯობესა. ამავდროულად, ჰოლანდიელი ფეხბურთელის რეკორდი დღემდე მიუღწეველია. 2003 წელს “მანჩესტერის” რიგებში ნისტელროიმ ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა, ოღონდ რუდმა ეს ორ სეზონის მიჯნაზე შეძლო.