“რომას” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “ლაციოსთან” გასამარტი მატჩისწინა პრსკონფერენციაზე განაცხადა, რომ დანიელე დე როსი გამოჯანმრთელდა და რომაულ დერბიში მონაწილეობას მიიღებს.
“დე როსი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მას შეუძლია დერბიში მონაწილეობა მიიღოს. მატჩის წინ გადავწყვეტთ შევიყვანთ თუ არა იტალიელს სასტარტო შემადგენლობაში.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ მოგებულ (3:2) შეხვედრაში დე როსის ფეხის ტრავმა აწუხებდა, თუმცა მატჩი ბოლომდე ჩაატარა. “რომას” და “ლაციოს” დაპირისპირება 8 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება.