გიორგი არაბიძის “მალმეს” კარში გატანილი გოლი “შახტარის” მიერ ოქტომბრის თვეში გატანილ გოლებს შორის მეორე ადგილს დასჯერდა. დონბასური გუნდის ვებგვერდზე ერთი კვირის განმავლობაში საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გარდა ამისა, საუკეთესოს “შახტარის” ვეტერანი ფეხბურთელები და უკრაინელი ჟურნალისტებიც ავლენდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხული 20 ვეტერანი მოთამაშისა და ჟურნალისტის არჩევანი ერთხმად ტარას სტეპანენკოს გოლზე შეჩერდა. ამათგან მხოლოდ ერთმა დაასახელა საუკეთესოდ ვასილი კობინის გოლი. ანუ, ამ გამოკითხვაში გიორგის გოლს ხმა არ მიუღია.
სამაგიეროდ, ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში არაბიძემ 865 ხმა მიიღო, რაც საერთო მაჩვენებლის 40.16% გახლდათ. საუკეთესო აქაც სტეპანენკოს გოლი გახდა 937 ხმით (43.50%).
საშუალო ბალების შეფასებით კი ქართველი თინეიჯერის გოლი მეორე ადგილზე გავიდა 3 ბალით და სტეპანენკოს მთელი 21 ბალით ჩამორჩა.