იტალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და “სასუოლოს” თავდამსხმელ დომენიკო ბერარდის კატალონიის “ბარსელონაში” თამაში სურს. ამის შესახებ 21 წლის შემტევმა “სქაი სპორტთან” საუბრისას განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის სურვილია, რომ დიდ გუნდში ითამაშოს და ამ მიზნის მისაღწევად ყოველდღე შრომობენ. მე პირადად ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან მომწონს, რადგან ბურთთან ხშირი კონტაქტია. ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს მირჩევნია, მას გოლის გატანა ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია. მესისა და ნეიმარის გვერდით თამაში შესანიშნავი იქნებოდა. ეს ის დუეტი, რომლისაც ნებისმიერ მეტოქეს ეშინია”, - თქვა ბერარდიმ.
დომენიკო ბერარდი სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. მისი სატრანსფერო უფლებების ნახევარი კი “სასუოლოს” გარდა, ტურინის “იუვენტუსსაც” ეკუთვნის.