ფეხბურთი

15:24 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირი დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს

23 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს ტრავმის გამო. ბაქოს “ინტერის” ფეხბურთელი სანაკრებო სიაშიც მოხვდებოდა, მაგრამ კახა ცხადაძის გუნდს სწორედ ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ესტონეთთან და ალბანეთთან შეხვედრებში.

კვეკვესკირმა “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ საზარდულთან ძვლის ანთება აქვს და ეს უფრო იმის ბრალია, რომ უხარისხო ხელოვნურსაფარიან მინდვრებზე უწევს თამაში. ზოგადად, ისიც ძალიან ცუდია, როცა ფეხბურთელი რამდენიმე მატჩს ბალახის საფარზე ატარებს, მერე ისევ ხელოვნურზე გადადის, მერე ისევ ბალახს უბრუნდება და ასე შემდეგ. მონაცვლეობა ცუდია.

ნიკა კვეკვესკირმა ეროვნულ ნაკრებში მშვენივრად ითამაშა: გიბრალტართან და გერმანიასთანაც. მსოფლიოს ჩემპიონების კარში გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მანუელ ნოიერმა მოიგერია მისი შორიდან დარტყმული.

ვანო ხუციშვილი

0.105685