ფეხბურთი

12:10 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომან ჭანტურია 21-წლამდელთა ნაკრებში

იტალიური Pianetaempoli წერს, რომ “ემპოლის” ახალგაზრდული გუნდის ფორვარდი რომან ჭანტურია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული. ეს პირველად მოხდა: ჭანტურიას აქამდე 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშევი.

გასაკვირი არაფერია, რომ ალექსანდრე ჩივაძემ 21-წლამდელებში გამოიძახა ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ბოლოს “ლაციოს” ახალგაზრდულებთან სულაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 12 ნოემბერს ესპანეთთან ელის ევროშესარჩევის გასვლითი მატჩი, ხოლო 17 ნოემბერს გორში შვედეთს უმასპინძლებს. ქართველებს ოთხ მატჩში ექვსი ქულა აქვთ და ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან.

ვანო ხუციშვილი

0.113337