ფეხბურთი

22:38 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუარეჟმა ევროპა ლიგის მე-4 ტურში საუკეთესოდ აღიარეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და “ბეშიქთაშის” ნახევარმცველი რიკარდო კუარეჟმა გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს. უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში მხარდამჭერების 46%-მა უპირატესობა პორტუგალიელს მიანიჭა. მეორე ადგილზე “დორტმუნდის” მოთამაშე ჰენრიკ მხითარიანი გავიდა.

კუარეჟმამ მოსკოვის “ლოკომოტივთან” ჩატარებულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გავიდა და გოლი 58-ე წუთზე გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოდ აღიარეს, ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა.

0.134602