ფეხბურთი

17:19 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძეს “იუვენტუსიც” გაუცდება

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე ისევ ტრავმირებულია. როგორც ინტერნეტპორტალი tuttojuve.com-ი იტყობინება, 25 წლის თავდამსხმელის თამაში ტურინის “იუვენტუსთან” შეხვედრაში გამორიცხულია.

მჭედლიძის დაბრუნება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ანონსდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ლევანი ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერაფრით ახერხებს.

მჭედლიძე 7 სექტემბრიდან მოყოლებული მკურნალობს, როცა ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩში დაშავდა. მიმდინარე სეზონში მას სერია A-ში მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.123665