ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” გუნდის 56 წლის მთავარ მწვრთნელ რიკ კარლაისთან ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ახალი შეთანხმება 2017 წელს ამოქმედდება და 2022 წელს დასრულდება. კონტრაქტის მიხედვით, კარლაისი 35 მილიონ დოლარს მიიღებს.
რიკ კარლაისი “დალასს” 2008 წლიდან წვრთნის. მის ხელში გუნდი 2011 წელს ნბა-ს ჩემპიონი გახდა.