ფეხბურთი

14:25 | 6.11.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“სამფეროვნები” ბენზემას და ვალბუენას გარეშე

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გერმანიასთან და ინგლისთან ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ბოლოდროინდელი სკანდალის გამო, დეშამის რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ მადრიდის “რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა და “ლიონის” ნახევარმცველი მატიე ვალბუენა.

მოახლოებული შეხვედრებისთვის “სამფეროვნები” ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:

მეკარეები: უგო ლორისი (“ტოტენჰემი”), ბენუა კოსტილი (“რენი”), სტივ მანდანდა (“მარსელი”);

მცველები: ლუკ დინი (“რომა”), პატრის ევრა (“იუვენტუსი”), კრისტოფ ჟალე (“ლიონი”), ლორან კოშელნი (“არსენალი”), ელიაკიმ მანგალა (“მანჩესტერ სიტი”), ბაკარი სანია (“მანჩესტერ სიტი”), მამადუ სახო (“ლივერპული”), რაფაელ ვარანი (“რეალი”);

ნახევარმცველი: იოან კაბაი (“კრისტალ პალასი”), ლასანა დიარა (“მარსელი”), ბლეზ მატიუიდი (პსჟ), პოლ პოგმა (“იუვენტუსი”), მორგან შნეიდერლენი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”);

თავდამსხმელები: ჰატემ ბენ არფა (“ნიცა”), კინგსლი კომანი (“ბაიერნი”), ანდრე პიერ ჟინიაკი (“ტიგრესი”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

საფრანგეთის ნაკრები გერმანიას 13 ოქტომბერს, Stade de France-ზე უმასპინძლებს, ინგლისს კი 17 ნოემბერს სტუმრად გაეჯიბრება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:37 | 02.10.2016
soldierGFF (101)

Statia sworia irlandia moldovas chvenkide cardifshi uelss...fre maincgvinda turamis ambiciagvaq

19:58 | 02.10.2016
araza-1918 (6330)

3 დღე დუბლინამდე ზირითადში არ არიამ ანანიძე ოქრიაშვილი ყაზაიშვილი მჭედლიძე

14:12 | 02.10.2016
LA.paata (757)

კი თითო ტაიმს გვეთამაშება ჩვენ და ირლანდიას და მერე ერთ ტაიმს მესამეს ორივეს ერთად...)))

13:59 | 02.10.2016
#lasha# (972)

Any Moldovas daerxa )))

13:57 | 02.10.2016
LA.paata (757)

შეასწორეთ სტატია....6-ში ირლადიას ვეთამაშებით და 9-ში უელსს და არა მოლდოვას....

13:54 | 02.10.2016
LA.paata (757)

მოლდოვა რა ორთავა ვეშაპია, რომ ირლანდიას და ჩვენ ერთად გვეთამაშოს? შეასწორეთ ირლანდია მართალია მოლდოვას ეთამაშება მარა ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ უელსს ვეთამაშებით...

0.065672