კალათბურთი

12:57 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ხარებმა” ოკლაჰომა დაამარცხეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 5 მატჩი გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა ჩიკაგოში ჩატარდა, სადაც “ჩიკაგო ბულზმა” “ოკლაჰომას” 104:98 მოუგო. “ხარებს” 29 ქულით დერეკ როუზმა ულიდერა, ხოლო “ოკლაჰომაში” 33 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჩიკაგოელთა სათადარიგო მოთამაშეებმა უკეთ ჩაატარეს და 32:22 იმარჯვეს. “ჩიკაგო” 4 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს.

“ჩიკაგო ბულზი” – “ოკლაჰომა” 104:98 (25:28, 32:22, 19:23, 28:25)

“ჩიკაგო”: როუზი (29 ქ. 7 პ), ბატლერი (16 ქ.), გასოლი (11 ქ. 10 მ.)

“ოკლაჰომა”: დურანტი (33 ქ. 6 მ.), უესტბრუკი 20 ქ. 10 პ. 8 მ.), იბაკა (17 ქ.), კანტერი (11 ქ. 8 მ.)

“მინესოტა” – “მაიამი” 84:96 (15:22, 24:27, 22:24, 23:23)

“მინესოტა”: მუჰამადი (14 ქ.), მარტინი (14 ქ.), უიგინსი (12 ქ.), დიენგი (10 ქ.)

“მაიამი”:უეიდი (25 ქ. 5 მ.), დრაგიჩი (18 ქ.), ბოში (16 ქ. 12 მ.), უაიტსაიდი (12 ქ. 9 მ.), დენგი (10 ქ.)

“დალას მავერიკსი” – “შარლოტ ჰორნერტსი” 94:108 (23:27, 30:27, 14:24, 27:30)

“დალასი”: უილიამსი 15 ქ. 5 პ.), პოუველი (14 ქ.), ნოვიცკი (14 ქ.), ფაჩულია (14 ქ. 10 მ.),

“შარლოტი”:ჯეფერსონი (31 ქ.), უილიამსი (17 ქ.), ლემბი (16 ქ.), უოლკერი (14 ქ.)

“დენვერი” – “იუტა” 84:96 (24:19, 18:21, 22:25, 20:31)

“დენვერი”: გალინარი (18 ქ.), ბარტონი (12 ქ.)ფარიდი (9 ქ. 10 მ.)

“იუტა”: ჰეივორდი (20 ქ.), ბუკერი (13 ქ.), ბარკსი (12 ქ.), ბარკი (12 ქ.)

“პორტლენდი” – “მემფისი” 115:96 (18:23, 32:23, 40:25, 25:25)

“პორტლენდი”: ლილარდი (27 ქ.), მაკლუმი (20 ქ.), ლეონარდი (14 ქ.), ამინუ (11 ქ.), ჰარკლესი (10 ქ.)

“მემფისი”: ლი (18 ქ.), რენდოლფი (16 ქ. 10 მ.), გასოლი (15 ქ.)

თეგებინბა
0.171979