8 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. მეორე ტურის შეხვედრებს სუპერლიგის გუნდები გამართავენ.
ტური სუპერლიგა A-ს ცენტრალური შეხვედრით გაიხსნება, რომელშიც ერთმანეთს მფკ ტატიშვილი და სკ პსპ დაუპირისპირდებიან. „მედიკოსები“ შეეცდებიან სამი კვირის წინ სუპერ თასის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის „ფარმაცევტებთან“ რევანში აიღონ და ამავე დროს მიმდინარე გათამაშებაში თავიანთი პირველი გამარჯვებაც მოიპოვონ.
ამავე ტურში გამორჩევის ღირსია უკვე ტრადიციული მეტოქეების, მფკ ნატახტარისა და სკ ჯვაროსნები-ევექსის დაპირისპირებაც, რომელიც 14:00 სთ-ზე დაიწყება. პირველი სამი ქულისთვის იბრძოლებენ, სასტარტო ტურში დამარცხებული ბათუმის „დინამო“ და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი, ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი, ასევე პირველ ტურში ხელმოცარულ მცხეთის სახელით მოასპარეზე „გრანდ გრუპ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება. სუპერლიგა A ტურს კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება დაასრულებს, სადაც ერთმანეთის პირისპირ ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მფკ ვეტერანები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი წარსდგებიან.
08.11.2015.სუპერლიგაA. II ტური
11:00 მფკ ტატიშვილი vs სკ პსპ
14:00 მფკ ნატახტარი vs სკ ჯვაროსნები-ევექსი
15:00 მფკ დინამო (ბთ) vs სდსს
18:00 გრანდ გრუპ (მცხეთა) vs სკ ტტც
19:00 მფკ ვეტერანები vs შსს
მეორე ტურის მატჩები გაიმართება სუპერლიგა B-ში.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც ჩემპიონატი დამაჯერებლი გამარჯვებით დაიწყო, წინა ტურში დამარცხებულ UNICREDIT.GE-ს გუნდს დაუპირისპირდება. საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი კასპის „გენერალსა“ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს შორის. ამავე ტურში გაიმართება იმერული დერბი, ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურასა და ზესტაფონურ „ფეროს“ შორის. რაც შეეხება რეგიონის კიდევ ერთ წარმომადგენელს, აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ „ახპიურს“, ისინი პალერმოს დაუპირისპირდებიან.
08.11.2015.სუპერლიგაB. II ტური
12:00 საქართველოს უნივერსიტეტი vs UNICREDIT.GE
13:00 CFCP vs მფკ გენერალი (კასპი)
16:00 GM ჭიათურა vs სკ ფერო (ზეს)
17:00 ახპიური vs პალერმო
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.geდა ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური