კალათბურთი

1:12 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა ყოფილ კლუბს 8 ქულა ჩაუგდო

საკალათბურთო ევროლიგის მე-4 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდა და 75:80 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 28:08 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

თურქული კლუბის რიგებში საუკეთესო ლუკ ჰერენგოდი იყო 18 ქულით, ცსკა-ს კი მილოშ ტეოდოსიჩმა (22) და ნანდო დე კოლომ (19) ულიდერეს.

ევროლიგის D ჯგუფში “დარუშაფაკას” 1 მოგება და 3 მარცხი აქვს და მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს, თელ ავივში “მაკაბისთან” ჩაატარებს.

0.154724